7 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების გამოცემის პრეზენტაციას დაესწრება.
მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, განათლების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.