სარემონტო სამუშაოს გამო, 7 ივნისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, სარაჯიშვილის, ხევძმარის დასახლების, თემქის დასახლების III და IV მიკრორაიონების Xა და Xბ კვარტლების მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.