სს "თელასის" ქვესადგურში "მთაწმინდა" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, 7 ივნისს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება რუსთაველის გამზირის ნაწილს, ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კოსტავას, ძმები ზუბალაშვილების, არსენას, თხინვალის, ცხემის, ალ. ჭავჭავაძის, ქიაჩელის, ახვლედიანის, ძმები კაკაბაძეების, გაბაშვილის, ჭოველიძის, ბარნოვის, აბაკელიას, ლაღიძის, კოტეტიშვილის, შევჩენკოს, ზიჩის, მაყაშვილის, ხოშტარიას, ყიფიანის, მთაწმინდის, მცხეთის, შროშის, ქობულეთის, ატენის, არეშიძის, ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, ერისთავის, რადიანის, ნაფარეულის, მარაბდის, ჟვანიას, პეტრიაშვილის, ტაბიძის, ქუთათელაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.