7 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია "ბავშვის უფლებაა - მოუსმინონ".
კონფერენცია ევროსაბჭოს პროექტის "სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა" მხარდაჭერით იმართება და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.