ხვალ, 7 ივნისს, 12:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.
მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, განათლების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.