პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკანონმდებლო ინიციატივების დროულად შეტანისკენ მოუწოდა.
როგორც ბიუროს სხდომაზე მაჭავარიანმა აღნიშნა, ივნისში პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება და ამის გათვალისწინებით, კანონპროექტები დროულად უნდა წამოადგინო, რომ მათი განხილვა მოესწროს.
ასევე, ვიცე-სპიკერმა კომიტეტებს მოუწოდა ანგარიშები დროულად წარმოადგინონ.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, 24 ივნისს იხურება.