ლიბიაში მომუშავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, რომ მუამარ კადაფის მხარდამჭერი სამთავრობო ორგანიზაციები ფაქტებით მანიპულირებენ.
ტრიპოლში ჟურნალისტები საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც უგონოდ მყოფი ახალშობილი აჩვენეს და განუცხადეს, რომ ბავში ნატოს საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავდა. თუმცა საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტებს გადასცა ჩანაწერი, სადაც დასტურდება, რომ ბავშვი ავტოკატასტროფაში მოყვა, ბავშვის ბიძა კი ლიბიის სამთავრობო საინფორმაციო ორგანოს თანამშრომელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ლიბიის საინფორმაციო საშუალებები ადრეც ავრცელებდნენ ინფორმაციას, ნატოს ავიათავდასხმების უზუსტობაზე და მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობას შორის.