"ბილაინის" მხარდაჭერით, 7 ივნისს, 12:00 საათზე, მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე "ფრანის" კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარდა ამისა, ბილაინი ამ დღესთან დაკავშირებით კონცერტის დამსწრეებს დაასაჩუქრებს.
"კონცერტის მეშვეობით, გვინდა ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამ დროს მეტროში იქნება, სიამოვნება მიიღოს კონცერტისგან. გარდა ამისა გვსურს, რომ ნებისმიერი მგზავრი კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ბილაინი უკვე მეტროშიც იჭერს", - განაცხადა "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯრმა თეონა ბაღდავაძემ.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბილაინის დაფარვის ზონა საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება. ძლიერდება სიგნალი დიდ ქალაქებში, იფარება სოფლები, პატარა დასახლებული პუნქტები და საქართველოს ტრასები. ბილაინის დაფარვის ზონის გაფართოებასთან დაკავშირებით, იგეგმება მრავალი საინტერესო ღონისძიება. მეტროში, ჩვენი სიგნალის არსებობა გადავწყვიტეთ, ფრანის მუსიკლური პროგრამით აღგვენა", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი.
შეგახსენებთ, რომ ბილაინის ქსელი უკვე მთლიანად ფარავს თბილისის მეტროს სადგურებს. ამ დღეს რუსთაველის მეტროში შესაძლებელი იქნება, ბილაინის სიმბარათების შეძენა და სხვა ქსელებიდან პორტირება.