ხობის რაიონში 13 წლის მოზარდს გველმა უკბინა. ნინო თითმერია გველის ნაკბენით ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს.
მედიკოსებმა გოგონას ქვეწარმავლის შხამის საწინააღმდეგო პრეპარატი "ანტიგიურზინი" გაუკეთეს. ამ დროისთვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საავადმყოფოს მიმღები ექიმის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გველის ნაკბენით პაციენტის შეყვანის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.