"თავისუფალი დემოკრატები" სამართალდამცავი ორგანოების მიერ 5 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების გამო პროტესტს გამოთქვამს.
„ქვეყანაში უნდა შეწყდეს განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა დაკავება და დევნა. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ წითელი ხალიჩების დაგებით და კინოვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანით, ხელისუფლება 26 მაისის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას თავიდან ვერ მოიხსნის", - ნათქვამია ირაკლი ალასანიას პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა გუშინ პარლამენტის წინ აქცია დაშალეს, რამდენიმე პირი კი დააკავეს. მომიტინგეები „აგვისტოს 5 დღის" პრემიერასთან დაკავშირებით პომპეზური ღონისძიების მოწყობას აპროტესტებდნენ.