რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" მსმენელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია. აღნიშნული შედეგი რადიოსადგურის ვებ-გვერდზე ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადჰყო.
"ეხო მოსკვის" კითხვაზე - რა არის თქვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 11331 ადამიანმა უპასუხა. მათგან 6172 ადამიანი (54,5%) მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია.
4396 რესპოდენტი - 38, 8 % მიიჩნევს, რომ ეს ტერიტორიები - დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. 759 ადამიანს ანუ 6,7 % ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, კი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 611 ადამიანი (60,2%) მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია, 404 რესპოდენტი (39,8%) კი მათ "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" მიიჩნევს.