ჰოლივუდის მსახიობებმა თბილისი დატოვეს. ქართველ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი შერონ სტოუნმა აეროპორტში გააკეთა.
სტოუნის თქმით, ის ბედნიერია, რომ საქართველოში იმყოფებოდა, შეხვდა ქვეყნის პატრიარქს და პრეზიდენტს. ჰოლივუდელ ვარსკვლავს განსაკუთრებით დედაქალაქში არსებული ეკლესიები და გარემო მოეწონა.
ცნობილმა მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ქართული სამზარეულოთი და განსაკუთრებული ქართული ტრადიციული კერძების გამო, რამდენიმე კილოგრამითაც მოიმატა.
კიდევ ერთი სიურპრიზი, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს სტუმრებმა გაუმხილეს ის არის, რომ ცნობილი მსახიობი ენდი გარსია შემოდგომაზე, საკუთარ ბენდთან ერთად, საქართველოს ეწვევა.
ფილმ "აგვისტოს 5 დღის" რეჟისორი რენე ჰარლინი კი საქართველოში სახლს შეიძენს. რეჟისორი ზაფხულში ბათუმში ჩამოვა. ჰარლინი საქართველოს ქართულად დაემშვიდობა.