ახმეტის რაიონის სოფელ ომალოს ზოგიერთი მცხოვრები სოფლიდან ბავშვების გახიზვნას აპირებს.
როგორც ომალოს მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს განუცხადეს, რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერი დოკუ უმაროვი პანკისის ხეობაში, კერძოდ კი სოფელ ომალოში იმალება.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ უმაროვის დაკავების მიზეზით, რუსეთმა ხეობაში შესაძლოა, სპეცოპერაცია ჩაატაროს.