8-9 ივნისს, საქართველოს ევროკავშირის ახალი სტრუქტურის, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის სპეციალური წარმომადგენელი მიროსლავ ლაიჩაკი ეწვევა.
ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამსახური ლისაბონის სამიტის შემდეგ შეიქმნა და ამ რანგში ეს ლაიჩეკის რეგიონში პირველი ვიზიტი იქნება.
„ეს სამსახური რეგიონითაა დაინტერესებული, პოლიტიკურად კი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ქეთრინ ეშტონს ექვემდებარება. შესაბამისად, ამ უწყების ვიზიტს განვიხილავთ, როგორც ევროკავშირის მხარდაჭერას", - განმარტა კალანდაძემ.