ზარალის შემსწავლელმა კომისიამ ახმეტის რაიონში 2 ივნისს, სტიქიით მიყენებული ზარალის შესწავლა დაასრულა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ განუცხადა, სტიქიამ ახმეტის რაიონი 500 ათასი ლარით აზარალა.
გამგებლის განმარტებით, ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი 200 ათას ლარს შეადგენს, მოსახლეობას კი 300 ათასი ლარის ზარალი მიადგა.
„სტიქიამ დააზიანა გზები. 70 საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფები დაიტბორა. სეტყვამ მოსავლის 70%-ზე მეტი გაანადგურა. ამ ოჯახებს რა სახის დახმარებას გავუწევთ, ჯერ უცნობია. ალბათ, მალე გავარკვევთ", - აღნიშნა კობა მაისურაძემ.