ამერიკელ კონგრესმენებს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრმა პავლე კუბლაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების გააცნო.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს და იმ საკონსტიტუციო მოდელს, რომლიც ძალაში 2013 წლიდან შევა. ასევე ამერიკელ კონგრესმენებს გავაცანი ის უფლება-მოსილებები, რომელიც პარლამენტში გადადის აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების კომპეტენციის თვალსაზრისით", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კუბლაშვილმა.
მისვე თქმით, საუბარი ასევე შეეხო თვითმართველობის, საკუთრების უფლებისა და სასამართლო ხელისუფლების საკითხებს.
"კონგრესმენებს მივაწოდე ინფორმაცია, როგორი ცვლილებები შევიდა ამ მიმართულებით კონსტიტუციაში. მათი მხრიდან ინტერესი და მხარდაჭერა იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს", - მიაჩნია დეპუტატს.
შეგახსენებთ, რომ რომ თბილისში ამერიკელ კონგრესმენების დელეგაცია 4 ივნისს ჩამოვიდა, რომელსაც "რესპუბლიკელი" სენატორი დევიდ დრაიერი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კონგრესმენები საპარლამენტო უმცირესობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებსა და მაჟორიტარ დეპუტატებთან გამართავენ შეხვედრებს.
დღესვე, პარლამენტში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლების ბრიფინგიც.