საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ მიზნით გერმანიის დელეგაცია, რომელსაც საქართველოში ყოფილი ელჩი პატრიცია ფლორი უხელმძღვანელებს, თბილისში ხვალ, 7 ივნისს ჩამოვა.
„გერმანიასთან ჩვენ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს. საუბარი შეეხება არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ ამ ფორმატს გამოვიყენებთ პოლიტიკური საკითხების განსახილველადაც", - განმარტა ნინო კალანდაძემ.
ქვეყნების საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციები 8 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყება.