6 ივნისს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახ-ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აღმოსავლეთ სლავური ფილოლოგიის კათედრა, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის კავკასიური განყოფილება და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში თსუ-ში მართავს სტუდენტურ კონფერენციას „პოლონური მოტივები _ისტორია და თანამედროვეობა," რომელიც ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა დაესწრებიან. მონაწილეეები წაიკითხავენ მოხსენებებს: „პოლონეთის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ისტორიული პროპაგანდა," „პოლონეთის გზა დემოკრატიისკენ, "„პოლონეთი, როგორც რეგიონალური ლიდერი, "„ილია ჭავჭავაძე და პოლონეთი" და სხვა.
მისამართი: თსუ, მე-2 კორპუსი, რუმინეთის აუდიტორია.