საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანუატუს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ უღიარებია.
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
„ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ინფორმაციით, ვანუატუს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებას აპირებდა და ამას არც მომავალში აპირებს", - განმარტა ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ინფორმაცია თავად სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.