საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა ევიპტეს, 2011-2012 ფინანსურ წლებში, 3 მლრდ. დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყოს, ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 1,5 %-ია.
შეგახსენებთ, რომ კაირომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დახმარებისათვის 2011 წლის 13 მაისს მიმართა.
აღნიშნული ნაბიჯი ეგვიპტემ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე მიიღო, რაც ქვეყანაში პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გამოიწვია.