რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის მილიონნახევარი ლარი შეგროვდა.
საქველმოქმედო ვახშამი რუსთაველის თეატრში გვიანობამდე გაგრძელდა. მას პოლიტიკოსები და ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.
ვახშამი 160 სტუმარზე იყო გათვლილი. მასზე დასასწრები ბილეთი 5-დან 10 ათას დოლარამდე ღირდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში მოქმედ კინო-თეატრებში „აგვისტოს 5 დღის" პრემიერა შედგა, რომლის დასრულების შემდეგაც რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა.