ისრაელი სირიის საზღვართან მომხდარი ინცინდენტის შედეგად არიან დაღუპულები. სირიის სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპულია 20-მდე ადამიანი.
ინცინდენტის მიზეზი გახდა სირიის მხრიდან საზღვრის შტურმით აღების სურვილი, რის საპასუხოდაც ისრაელის სახედროებმა ცეცხლი გახსნეს.
პარალელურად ისრაელის მედია იუწყება, რომ ადამიანების უმეტესობამ დაზიანებები მიიღო არა ცეცხლის გახსნის შედეგად, არამედ ტყეში გაჩენილი ხანძრისას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების გამო.
ამ დრომდე ვერ ხერხდება დამოუკიდებელი წყაროებით იმის დადასტურება თუ რამდენი ადამიანია დაღუპული და რეალურად რა გახდა მათი დაღუპვის მიზეზი.
პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა მხარეებს თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებებისა და პროვოკაციებისგან.
ისრაელის ხელისუფლება თავის მხრივ ბრალს სდებს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, რომელმაც საღვართან აქციის გამართვის შესაძლებლობა მისცა, რათა მის მიერ სახალხო გამოსვლების სასტიკი ჩახშობისგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაეტანა.