დღეს, 6 ივლისს, თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში გამართავენ.
სტუმრები პირველად პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შეხვდებიან, რის შემდეგაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები საპარლამენტო უმცირესობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებსა და მაჟორიტარ დეპუტატებთან გამართავენ შეხვედრებს.
დღესვე, პარლამენტში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლების ბრიფინგიც.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ამერიკელ კონგრესმენების დელეგაცია 4 ივნისს ჩამოვიდა, რომელსაც "რესპუბლიკელი" სენატორი დევიდ დრეიერი ხელმძღვანელობს.