დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას მტკიცებით, საქართველო უცხოური კინოგადაღებების ასპარეზად განიხილება.
"მოხარული ვარ იმით, რაც დღეს ხდება. მსოფლიომ კარგად დაინახა საქართველო და ქართული კინემატოგრაფიის განვითარების საკითხი მსოფლიოში წინ წამოიწია ... საქართველო განიხილება მომავალში სხვა კინოგადაღებების ასპარეზად და ეს არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა", - განაცხადა დავითაიამ დღეს, "აგვისტოს 5 დღის" შემქმნელებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ "აგვისტოს 5 დღის" პრემიერა, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ასახავს, დღეს, 18:00 საათზე, თბილისში მოქმედ ყველა კინო-თეატრში გაიმართება.