ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი საქართველოს საპატრიარქოსაც სტუმრობდა. მას პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა.
ილია მეორემ მსახიობს საკუთარი საგალობლები მოასმენინა და მის მიერ მოხატული ხატები, ასევე ზამთრის ბაღი დაათვალიერებინა.
ამასთან, უწმინდესმა ჰოლივუდის ვარსკვლავს ღვთისმშობლის ხატიც უსახსოვრა.
შერონ სტოუნი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ის დღეს „აგვისტოს 5 დღის" საპრემიერო ჩვენებას დაესწრება.