ნატოს ავიაციამ ტრიპოლთან მდებარე რაკეტების საწყობი და სამეთაურო-საკონტროლო პუნქტი გაანადგურა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნატოს ავიაციამ იერიში ბრეგის რაიონში მდებარე ობიექტებზე მიიტანა, რომელსაც ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეჟიმისთვის საბრძლო დანიშნულბა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას ნატოს ავიაციამ ლიბიაში 130 ფრენა განახორცილა, აქედან საბრძოლო ხასიათის 54 იყო.
შეგახსენბთ, რომ ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებულებს ნატო ავიაციით რამდენიმე კვირაა ეხმარება, თუმცა კადაფი თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს.