სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისს მთავარ ეპიკსოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მამა იოკიმე ასათიანი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.
უწმინდესმა მამა იოკინე წმინდა გიორგის ოქროს ორდენით ქვეყნისა და სარწმუნოების წინაშე გამოჩენილი თავდადებისთვის დააჯილდოვა.
როგოც პატრიარქმა დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს აღნიშნა, მამა იოკინე ასათიანს ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი ჰქონდა, ის დაპატიმრებულიც კი იყო.
მამა იოკიმე ასათიანი სვეტიცხოვლის წინამძღვარი იყო და დღეს მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელთა შორის არის.
დღესვე ილია მეორემ რამდენიემ ქართული გვარი დალოცა, მათ შორის ხაჩიძეები, ცხაკაიები, ხარბედიები, ჯაველიძეები და კერვალიშვილები. უწმინდესმა დალოცა ასევე კავშირი "ინვალიდი ბავშვები".