"თავისუფალმა დემოკრატებმა" მშვიდობის ხიდზე მდუმარე აქცია გამართეს.
პარტიის აქტივისტებმა აქციაზე 26 მაისს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დარბევა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ხიდიდან 6-მეტრიანი პლაკატი, წარწერით - " მახოვს 26. ძალადობა დაისჯება," გადმოფინეს.
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აქციის მიზანია ხელისუფლებას, თბილისელებსა და საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენონ ის ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 მაისს და რომელიც დაუსჯელი არ დარჩება.
"ყველას კარგად გვახსოვს სხვა ბევრი ძალადობა და უსამართლობა, რომელიც ჩაიდინა ამ ხელისუფლებამ. ამიტომ ვმუშაობთ საზოგადოებასთან ერთად, რომ გავუშვათ ასეთი ხელისუფლება", - აღნიშნა ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბარისას.
მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" მსგავსი ტიპის აქციებს დედაქალაქის მასშტაბით პერმანენტულად გამართავს.