რუსეთის ნატოს ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის ისევ აკრიტიკებს.
ფედერაციის თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ამავე უწყების მოქმედი კურატორ სერგეი ივანოვის შეფასებით, ნატოს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ომში ჩარევას მხოლოდ ერთი დაპირისპირებული მხარის სასარგებლოდ.
ამასთან, ივანოვი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს მიერ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე მიღებულ რეზოლუციას ,,თვითნებურ გადაწყვეტილებას" უწოდებს.
ყოფილი მინისტრის აზრით, ალიანსი სამხედრო ძალებს არაპროპორციულად იყენებს, ლიბიის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა კი დიალოგია.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება.