5 ივნისი შიდსის "დაბადების" დღეა. დაავადება 30 წლის წინ, კალიფორნიაში პირველად სწორედ 5 ივნისს დარეგისტრირდა.
ახალგაზრდა ექიმმა მაიკლ გოტლიბმა ყურადღება მიაქცია იმ დროისთვის უჩვეულო პნევმონიისა და კანის კიბოს კომბინაციას, რომელიც ხუთ ლოსანჯელესელ ჰომოსექსუალს აღმოაჩნდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 1981 წლის შემდეგ შიდსმა 30 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაახლოებით ამდენივე ადამიანია შიდსის სახელით ცნობილი აივ-ინფექციით დაავადებული დღესაც.
მიუხედავად ამისა, გაეროს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრ ქვეყანაში აივ-ინფექციით დაავადებულთა რიცხვი მცირდება.