ჩილეში ვულკანი ამოიფრქვა. ვულკან პუიეუს ამოფრქვევა ქვეყნის სამხრეთში გუშინ დაიწყო. კვამლის და ფერფლის სვეტის სიმაღლე 10 კილომეტრს აღწევს.
ინფორმაცია მსხვერპლთა და დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
ჩილეს ხელისუფლებამ მაქსიმალურად გაზარდა უსაფრთხოების ზომები და 3 500 ადამიანის დაუყოვნებელი ევაკუაცია მოახდინა სტიქიის ზონიდან.
ვულკანი პუიეუ ანდების მთებში, ჩილეს დედაქალაქ საინტიაგონდან 870 კილომეტრზე მდებარეობს.
ვულკანთან მდებარე უახლოესი დასახლებული პუნქტი არის კურორტი ბარილოჩე, მოსახლეობის რაოდენობა 50 000 კაცი. კურორტს ვულკანისგან 100 კმ აშორებს.
ჩაკეტილია ცენტრალური აეროპორტი და საზღვარი. ხელისუფლება მოხსახლეობას უსაფრთხოების მიზნით ფანჯრების დახურვის და შორ მანძილზე მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
უკანასკნელად ვულკანმა პუიეუმ 1960 წელს ჩიელს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაიღვიძა.