ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა 10-წლიანი ვადით გაიცემა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"კანონში შედის.
მოქმედი ნორმით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 20-წლამდე პირებზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე პირებზე - 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ზევით - უვადოდ.
კანონპროექტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირებზე 4 წლის ვადით გაიცემა, 18 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე - 10 წლის ვადით. შესაბამისად, უქმდება 65 წლის ზემოთ დაწესებული ზღვარი და უვადო მოქმედების პირადობის მოწმობები.
მასალის გამოყენების პირობები