ოზურგეთში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა წუხელ, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს"ფორდისა" და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. გარდაცვლილია 23 წლის გია ინწკირველი და 33 წლის ლევან ხომერიკი.
მძიმედაა დაშავებული კიდევ ორი მგზავრი, რომლებიც კატასტროფის ბრიგადებმა წუხელვე ქუთაისში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.