პან გი მუნი გაეროს განერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადითაც აპირებს კენჭისყრას. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე საკუთარ კანდიდატურას ოფიციალურად მომავალ კვირას დაასახელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გაეროს "წყაროზე" დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა ის ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
"ბოლო 4-წელიწადნახევარია გენერალური მდივანი არ იშურებს ძალისხმევას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. როცა დრო იქნება, პან გი მუნი თავისი სამომავლო ხედვების შესახებაც განაცხადებს", - აცხადებს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი მარტინ ნესირკე, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
გაეროს წესდების თანახმად, გენერალური მდივანი გენერალური ასამბლეის უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით, 5 წლის ვადით ინიშნება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ჯერ არავის დაუსახელებია.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პან გი მუნმა გაეროს გენარალური მდივნის პოსტი 2006 წელს დაიკავა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე კოფი ანანი შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები