სოჭში კინოფესტივალი "კინოტავი" გაიხსნა.
საკონკურსო პროგრამაში 14 ფილმია შესული, მათ შორის რეჟისორ ბაკურ ბაკურაძის "მონადირე", რომელმაც მონაწილეობა მიიღო "კანის კინოფესტივალის" პროგრამაში "განსაკუთრებული ხედვა".
კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა რეჟისორი ალექსანდრე მინდაძე.
ფესტივალი 11 ივნისს დაიხურება.