ბარაკ ობამას ადმინისტრაცია არ აპირებს ისრაელში თავის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს ოფიციალური შეტყობინება უკვე გაუგზავნა.
პრეზიდენტის განმარტებით, მისი გადაწვეტილება მიღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს.
1995 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ისრალეში აშშ-ს საელჩო შესაძლებელია გადატანილი იქნას იერუსალიმში, თუმცა აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
მოქმედი კანონის მიხედვით, საელჩოს თელ-ავივში დატოვების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება წელიწადში ორჯერ კეთდება.
ბილ კლინტონმა და ჯორჯ ბუშმაც თავის დროზე აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანაზე უარი განაცხადეს.