აშშ-ში 80 წლის ასაკში ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომანტი ლორენს სიდნი იგბელგერი გარდაიცვალა.
იგბელგერი ჯორჯ ბუში-უფროსის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მას აშშ სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა.
მისი გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის და ჯორჯ ბუში-უმცროსის გარემოცვიდან.
იგბელგერი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 1992 წელს გახდა, მას შემდეგ რაც პოსტი მისმა წინამორბედმა ჯეიმს ბეიკერმა დატოვა.
მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 1993 წლამდე ეკავა.