დღეიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება იწყება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა დიასამიძემ განუცხადა, თელ-ავივიდან პირველი რეისი 15:00 საათზე ჩამოფრინდება, რომელსაც 120 ებრაელი ტურისტი ჩამოყვება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ებრალ ტურისტებს აეროპორტში საზეიმო დახვედრას მოუწყობს. დიასამიძის თქმით, ებრაელი ტურისტები საქართველოში ებრაული ტურისტულ კომპანია "ეშეთტურს" ჩამოყავს, რომლებიც საქართველოში 7 დღეს დარჩებიან. ისინი 4 დღეს ბათუმში გაატარებენ, ხოლო დანარჩენ სამ დღეს კი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, მათ შორის ეწვევიან სვანეთს, ქუთაისსა და ზუგდიდს.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისიდან ავიაკომპანია "აირზენა" რეისების: ბათუმი - თელ-ავივი - ბათუმის შესრულებას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, ავიარეისები კვირა დღეს შესრულდება. კომპანიის მენეჯმენტში მიიჩნევენ, რომ ახალი რეისების დანიშვნა აჭარის რეგიონში ტურისტების მიზიდვას შეუწყობს ხელს და წელს უფრო მეტი უცხოელი ნახავს არა მხოლოდ განახლებულ ბათუმს, არამედ შესაძლებლობა ექნებათ.