მოსკოვში მიიჩნევენ, რომ რუსეთის დადანაშაულებით საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში საქართველო ცდილობს მეზობლებთან რეალურად არსებულ პრობლემებს თავი აარიდოს. "იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქართული მხარე ასე გრძელებს თავის უპასუხისმგებლო ხაზს ჯაშუშომანიის გაბუქებით, დაეჭვებით არა მხოლოდ რუსეთის მიმართ, არამედ საქართველოში არსებულ შიდა მდგომარეობასთან დაკავშირებით", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინი.
მისივე თქმით, "დასანანია, რომ რეალური პრობლემების ნაცვლად, რომლებიც არსებობს საქართველოსა მის მეზობლებს შორის თბილისი აგრძელებს კურსს დაძაბულობების პროვოცირებისა", _ განმარტავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სააგენტო "ინტერფაქსთან" თბილისში ადამიანების ჯგუფის დაკავების ფაქტის კომენტირებისას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.