იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალემ ქვეყანა დატოვა. ის სამკურნალოდ საუდის არაბეთში გაემგზავრა. სალე პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის დროს მუბუქად დაშავდა.
სალესთან ერთად ქვეყანა პრემიერ მინისტრმა, პრეზიდენტის მრჩეველმა, პარლამენტის თავჯდომარემ და მისმა მოადგილემ დატოვეს.
პრეზიდენტის სასახლის თავდასხმის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია რომ სალე მოკლეს. მაგრამ დღეს მან გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ კარგად არის.