BBC - ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა პაკისტანის ისლამისტური შეიარაღებულ მებრძოლთა ლიდერი ლიას კაშმირი მოკლეს. ის ბინ ლადენის შესაძლო მემკვიდრეთაც მოიაზრებოდა, რადგან ძალიან ახლო კონტაქტი ჰქონდა „ალ-ქაიდასთან".
კაშმირი ექსტრემისტული დაჯფუფება „ჰერკატულ ჯიჰად ალ-ისლამის"ლიდერი იყო.
სპეცოპერაცია ამერიკელმა სამხედროებმა ვაზირისტანში განახორციელეს. კაშმირთან ერთად დაღუპულია მისი 9 მებრძოლიც.
კაშმირის სიკვდილის შესახებ ოფიციალური კომენტარი ამ ეტაპზე არც პაკისტანიდან და არც აშშ-დან არ გაკეთებულა.