იემენის 4 მაღალჩინოსანი მკურნალობას საუდის არაბეთში გადის. ისინი პრეზიდენტის სასახლეზე გუშინ განხორციელებული თავდასხმის დროს დაშავდნენ. დაშავებულთა შორის არიან ქვეყნის პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტის უმაღლესი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, პარლამენტის თავჯდომარე და მისი მოადგილე.
პრეზიდენტის სასახლის კომპლექსში მდებარე მეჩეთზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც პრეზიდენტი ალი აბდულა სალე ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ლოცვას ესწრებოდა.
თავდასხმა პრეზიდენტთან დაპირისპირებულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. მსუბუქად დაშავდა თავად პრეზიდენტიც, თუმცა ის ქვეყანაში რჩება.