სირიაში, მარტის შუა რიცხვების შემდეგ, 1000 კაცი მოკლეს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა. მისი თქმით, პან გი მუნის თქმით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სირიის მთავრობა ახდენს ძალის ესკალაციას საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
არეულობა სირიაში სწორედ მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. ძლიერი საპროტესტო მუხტი თავიდან ქალაქ დერას მოედო, შემდეგ კი მთელს ქვეყანაში გავრცელდა. ყველაზე მეტი ადამიანი არეულობებს დერასა და ჰომსში ემსხვერპლა. გუშინდელ შეტაკებებს 34 ადამიანი ემსხვერპლა.