გრიგოლ ვაშაძემ კუბაში ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კუბაში ოფიციალური ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაშაძემ ვიზიტის ფარგლებში, 2 და 3 ივნისს შეხვედრები გამართა კუბის კუბის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბრუნო ედუარდო როდრიგეს პარილიასთან, კუბის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთან რიკარდო ალარკონ დე კესედასთან და კუბის კულტურის მინისტრთან აბელ პრიეტო ხიმენესთან.
ვაშაძე კუბას 1 ივნისს ეწვია.