კვენტინ ტარანტინო ლეონარდო დი კაპრიოს ახალ ფილმში როლს სთავაზობს.
ამჯერად, რეჟისორმა ვესტერნში " Django Unchained " დი კაპრიოს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება შესთავაზა.
სავარაუდოდ, იგი ბოროტი პლანტატორის Kელვინ კენდის როლს ითამაშებს, რომელიც მთავარ გმირებთან დაპირისპირებაში ებმება.
ფილმში მოქმედება მე -19 საუკუნის შუა პერიოდში ვითარდება.
სიუჟეტი აგებულია გაქცეული მონის ირგვლივ, რომელიც მონადირესთან გარიგებაზე მიდის, რათა ჯერ კიდევ მონობაში მყოფი მისი ცოლი გაანთავისუფლოს
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, , რომ ფილმში მონაწილეობას უილ სმიტი და კრისტოფ ვალცი მიიღებდნენ..რაც ოფიციალურად არ დასტურდება.