რუსეთის ტყეებში ხანძრის 144 კერა ფიქსირდება. ხანძარი 22 ათას ჰექტრზეა გავრცელებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი კრასნოიარსკის მხარეში და ირკუტსკის ოლქში.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით ხანძარმოდებულ ტყეებში მოსახლეობის შესვლისა და შესაბამისად გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად შექმნილია საგუშაგები.
ტარდება ვითარების მონიტორინგი.