4 ივნისს თბილისში ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი ჩამოდის. ის "აგვისტოს 5 დღის" პირველ საპრემიერო ჩვენებას დაესწრება.
სტოუნთან ერთად საქართველოს ფილმის მთავარი მოქმედი გმირი, პრეზიდენტ სააკაშვილის როლის შემსრულებელი ენდი დარსიაც ეწვევა. ოქროს გლობუსის ლაურეატები და ოსკარის არაერთგზის ნომინანტები: შერონ სტოუნი და ენდი გარსია სასტუმრო "რადისონში" იცხოვრებენ. მსახიობებისთვის ნორმები უკვე შერჩეულია.
"აგვისტოს 5 დღის" პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე გაიმართა. საფრანგეთში ფილმის ჩვენებას მთელი მსოფლიოდან ჩასული კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრენ.
"ეს ისტორია ღირდა მსოფლიოსათვის მოსაყოლად", - ასე წარადგინა სურათი თავად რეჟისორმა რენე ჰარლინმა. ჩვენების შემდეგ მიღება გაიმართა, რომელსაც 600-მდე სტუმარი დაესწრო.
ღონისძიებაზე რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტომასალაც იყო გამოფენილი. ფილმი რომელიც საქართველოში რუსულ აგრესიას ასახავს 50 ქვეყანაში გაიყიდება.
საპრემიერო ჩვენება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შიც გაიმართება. თბილისში მას 5 ივნისს კინოთეატრ "რუსთაველში" უჩვენებენ.