სოციალურ ქსელ Facebook-ში მიმდინარეობს მსჯელობა საქართველოს პერსპექტივებზე "მწვანე ეკონომიკაში". შეკითხვებს პასუხობს ზაალ ლომთაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელი.
დისკუსიის ორგანიზატორია რადიო-1, რომლის 2 ივნისის გადაცემა "უფლება და თავისუფლება" გარემოს დაცვის დღესა და მწვანე ეკონომიკის საკითხებს ეძღვნებოდა. ინიციატივას მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, 5 ივნისი, ყოველწლიურად აღინიშნება და მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით მოვლენას წარმოადგენს. წლევადელი კამპანიის სლოგანი "ბუნება შენს სამსახურში", ბუნებისა და მისი რესურსების კეთილგონიერი გამოყენების მნიშვნელობას შეგვახსენებს.