რუსეთის მიერ ევროკავშირის ქვეყნებიდან ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვა ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს, სადაც უახლოეს მომავალში გაწევრიანებას რუსეთი გეგმავს, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა მოსკოვში ფერნანდო ვალენსუელამ.
"ჩვენ განვიხილავთ მოცემულ ფაქტს როგორც სერიოზულ საკითხს, რუსეთის უსაფრთხოების ზომები არის უსაფუძვლო და გადაჭარბებული", - განაცხადა ვალენსუელამ.
როგორც ცნობილია, "როსპოტრებნაძორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ 2 ივნისს ევროპიდან ბოსტნეულის იმპორტი შეაჩერა. მიზეზი ევრობაში გავრცელებული მძიმე ნაწლავური ინფექციაა, რომლის შედეგად ასეულობით ადამიანი მოიწამლა და 18 გარდაიცვალა.