ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გენოციდსა და სამხედრო კრიმინალში ბრალდებული, ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაურის, რადკო მლადიჩის საქმის შემდეგი მოსმენა 4 ივლისს გაიმართება.
სასამართლოს წარმომადგენელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მლადიჩმა დამატებითი დრო ითხოვა, წაყენებული ბრალდებების შესასწავლად.
მლადიჩი სერბეთში 26 მაისს დააპატიმრეს, დაპატიმრებიდან ხუთ დღეში იგი ჰააგის ტრიბუნალს გადასცეს.
სასამართლომდე მლადიჩმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ და არ ცნობს ჰააგის ტრიბუნალს.